1.პროექტის სახელწოდება: მათემატიკური ჰარმონია-ოქროს კვეთა
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა):ოქროს კვეთის შესახებ ცოდნის გაღრმავება
3.პროექტის აქტუალობა:პროექტის განხორციელება დადებით გავლენას მოახდენს მოსწავლის ზოგად განათლებაზე, მეტ ინფორმაციას მიიღებს აღნიშნული თემის ირგვლივ.
4.პროექტის მიზნები:ოქროს კვეთის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაცნობა. ოქროს კვეთის არქიტექტურასთან, ხელოვნებასთან და ბუნებასთან კავშირის შესაბამისი მასალების მოძიება. ოქროს კვეთის პროპორციების აღმოჩენა თანამედროვე და ადრინდელ არქიტექტურულ ნაგებობებში. მათთვის ფოტოსურათების გადაღება, გამოფენის მოწყობა.
5.მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:6-7 დღე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს, სურათებს, რომლებშიც გამოყენებულია ოქროს კვეთა, აგრეთვე შეაგროვებენ და წარმოადგენენ გარემომცველი ბუნებიდან ნიმუშებს ოქროს კვეთის პროპორციებით. წარმოადგენენ ასევე ფოტოსურათებს, მოაწყობენ მათ გამოფენას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა მოსწავლეებს მივუთითოთ გამოსაყენებელი ლიტერატურის სია:
1.ა.ბენდუქიძე-მათემატიკა, სერიოზული და სახალისო, თბილისი, 1986წ.
2.ა.ბენდუქიძე-მათემატიკური ნარკვევები,თბილისი,1995წ.
3.ჰ.მელაძე, ნ.სხირტლაძე, ი.ბლიაძე, რ.ბოჭორიშვილი,პ.წერეთელი-მოდელი+ალგორითმი+პროგრამა=ინფორმატიკა,თბილისი,2000წ.
4.კომპიუტერი, ინტერნეტი მისამართზე:http://google.com
5.ფოტოაპარატი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1.გამოსაყენებელი ლიტერატურის მოპოვება.
2.აღნიშნულ ლიტერატურაში საჭირო ინფორმაციის მოძიება.
3.ინტერნეტის საძიებო გვერდზე ოქროს კვეთაზე მასალების, სურათების მოძიება.
4.ბუნებაში ოქროს კვეთის ნიმუშების მოპოვება.
5.მიღებული შედეგების წარდგენა(პრეზენტაცია).
6.პროექტის შეფასება მასწავლებლის მიერ.
კლასს ვყოფთ სამ ჯგუფად. პირველ ჯგუფს ვავალებთ მითითებული ლიტერატურიდან ოქროს კვეთის შესახებ მასალების მოპოვებას და დამუშავებას.
მეორე ჯგუფს ევალება ინტერნეტში google-ს საძიებო გვერდზე ოქროს კვეთის შესახებ სურათების და მასალების მოპოვება,სასურველია მათი წარმოდგენა PoverPoint-ში. ასევე თანამედროვე და ადრინდელი არქიტექტურის ნიმუშების ფოტოსურათების გადაღება, სადაც გამოყენებულია და შემჩნეულია ოქროს კვეთა.
მესამე ჯგუფი კი მოიპოვებს გარემომცველ ბუნებაში ოქროს კვეთის ნიმუშებს,მაგალითად,მცენარის ღეროზე ფოთლების განლაგებაც ოქროს კვეთის შეფარდებას ემორჩილება. ოქროს კვეთის პროპორციები ფარშევანგის კუდის მორთულობაშიც შეინიშნება და სხვა.
პროექტის განხორციელებისთვის შეიძლება მოეწყოს ლაშქრობა ან ექსკურსია წინასწარ შედგენილი მარშრუტის მიხედვით.
დადგენილ ვადაში სამივე ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს, შემდეგ მასწავლებელი აფასებს პროექტის განხორციელებას და მიღწეულ შედეგებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-თან კავშირი:პროექტი დაკავშირებულია ხელოვნებასთან, ისტორიასთან, ბუნებასთან, მათემატიკასთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ლია ქიტოშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:l.qitoshvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:liaqitoshvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment